შაბათი, 2025-01-18, 10:41 PM
მოგესალმები, Гость | RSS
Image and video hosting by TinyPic
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 119

შესვლა
ძიება
ქართული ტელევიზია

Image and video hosting by TinyPic Image and video hosting by TinyPicImage and video hosting by TinyPic

Image and video hosting by TinyPicImage and video hosting by TinyPicImage and video hosting by TinyPic

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 28 » დათო და მარიკა
5:45 PM
დათო და მარიკა
"გოგა ბარბაქაძე და მაია დობორჯგინიძე"

"შუა ქალაქის" მსახიობები გოგა ბარბაქაძე და მაია დობორჯგინიძე რომ მეუღლეები არიან, უკვე დიდი ხანია ყველასთვის ცნობილია, მათმა ათი თვის გაბრიელმაც კი დაიწყო უკვე მსახიობობა, გაბრიელი პამპერსის რეკლამაში გადაიღეს, ცოტა ხნის წინ კი რუსთაველის თეატრის მტვერიც ჩაყლაპა, ამ მომენტს რობერტ სტურუაც შესწრებია. სერიალის გმირებთან საუბარი "შუა ქალაქიდან" დავიწყეთ.

- გავიგეთ, რომ სერიალის მორიგი სეზონის გადაღება დასრულდა, როდის გაგრძელდება გადაღებები?

გოგა:
- ჯერ საზაფხულო შესვენებაზე არ მივდივართ. მესამე სეზონის დამთავრების შემდეგ ეთერში გავა დოკუმენტური ფილმი, სადაც ნაჩვენები იქნება, როგორ იღებენ "შუა ქალაქს". შემდეგ კი ჩვეულებრივ გაგრძელდება სერიები.

მაია:
- დოკუმენტური ფილმი ჯერ ჩვენც არ გვინახავს. როგორც ამბობენ, გადაღებების დროს მომხდარი კურიოზებია. ერთი თვის განმავლობაში ყველას კამერა დაგვყვებოდა. საბოლოოდ რა გამოვიდა, არ ვიცით.

გოგა:
- ერთი სული გვაქვს, როდის გავა ეს ფილმი ეთერში, ჩვენც ძალიან გვაინტერესებს.

- სერიალს თუ უყურებთ ხოლმე?

მაია:
- ხშირად ვერ ვუყურებ. შაბათ-კვირას მე სპექტაკლი მაქვს. სერიალი რომ გადის ეთერში მე, თამარ ნიკოლაძე, ანუ ქეთევანი, ჯაბა კილაძე, ანუ სანდრო და ქეთა ლორთქიფანიძე, ანუ ეკა, სულ სპექტაკლზე ვართ. თავისუფალ თეატრში პატარა ტელევიზორი გვაქვს, რომელსაც დარაჯი უყურებს ხოლმე. როგორც კი სცენიდან გამოვდივართ, მაშინვე სერიალის საყურებლად გავრბივართ. ჩვენი თამაშის დრო რომ მოდის, ერთმანეთს ვეუბნებით, ჩემს თამაშს დააკვირდი და რაც მოგეწონება და არ მოგეწონება, მერე მითხარიო.

- შეგიძლიათ გაგვიმხილოთ, რა იქნება შემდეგ, გაირკვევა, ვინ არის "შუა ქალაქში" ფეხმძიმედ?

გოგა:
- ეს ამბავი მალე გაირკვევა, სულ რამდენიმე სერიაში, მაგრამ ახლა ვერ გაგიმხელთ.

- მაია, თუ სწორად მივხვდი, შენი გმირი უნდა იყოს ფეხმძიმედ...
- არ ვიცი (იცინის). გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ჩვენს სერიაში ევროპული მენტალიტეტით არაფერი ხდება, ნუ იღელვებს მაყურებელი. ფეხმძიმედ ერთ-ერთი გათხოვილი გოგონა აღმოჩნდება.

- დათოს სერიალში ბევრი შეყვარებული ჰყავს, ხომ არ ეჭვიანობ?
- რატომ უნდა ვიეჭვიანო, მისმა ცოლმა და ანანომ იეჭვიანონ. პირიქით, საამაყოც კი არის, რომ ამდენი ლამაზი გოგონა ახვევია დათოს გარშემო. ბოლო მეგობარი გოგონა მე შევურჩიე.

გოგა:
- ჩემს შეყვარებულს რომ არჩევენ, აზრს მაიას ეკითხებიან. ზოგს იწუნებს ხოლმე.

- არ გინდოდათ, სერიალშიც ცოლ-ქმარი ყოფილიყავით?
- ამის სურვილი ნამდვილად არ გვქონია.

მაია:
- ასეთი იდეა იყო, მაგრამ მე არ მოვინდომე. სამსახურშიც ცოლ-ქმარი, რა ამბავია-მეთქი.

გოგა:
- სერიალშიც ამის ქმრობას რა გაუძლებდა (იცინიან)?..

მაია:
- ხედავთ, რას ამბობს? ასეთი კაცი სახლში უნდა შემოვუშვა? აი, ნახავ, შემდეგ სეზონში თუ გექნება სახლი (იცინის). ვხუმრობ, დათოს შინიდან გაგდება სერიალში არ იგეგმება.

- თქვენი შვილი თუ უყურებს სერიალს? ხვდება, რომ მისი მშობლები სერიალის გმირები არიან?
- გაბრიელი ჯერ მხოლოდ ათი თვისაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სერიალის მუსიკა მოსწონს. ყველაზე დიდი ინტერესით ტელევიზორში რეკლამებს უყურებს.

- სერიალში რამდენჯერმე დასჭირდათ ბავშვის როლის შემსრულებელი, გაბრიელმა რატომ არ მიიღო მონაწილეობა?

გოგა:
- სერიალში გოგონა უნდა ყოფილიყო და გოგოს როლს ხომ არ ვათამაშებდით?
მაია:
- მაშინ ძალიან პატარა იყო. სერიალში ბავშვის როლი ქეთა ლორთქიფანიძის შვილმა თეოდორამ შეასრულა. მომავალში თუ დასჭირდებათ, ალბათ გაბრიელიც ითამაშებს.
გოგა:
- გაბრიელის დებიუტი უკვე შედგა. ერთ-ერთი პამპერსის რეკლამაში გადაიღეს და დაკისრებულ მოვალეობას გადასარევად გაართვა თავი.
მაია:
- რამდენიმე დღის წინ რუსთაველის თეატრის სცენაზე იდგა.
გოგა:
- ბატონი რობერტ სტურუაც იქ იყო და მითხრა, ბავშვს რატომ წამლავ თეატრის მტვრითო. მერე გაბრიელი იმ აუდიტორიაში შევიყვანეთ, სადაც მე და თამარ ღლონტი ვსწავლობდით. გაბრიელის ნათლია შალვა გაწერელიაა, მოკლედ, ბავშვს ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი, რომ მსახიობი გახდეს,

- ალბათ ბევრს კამათობთ, ვის ჰგავს გაბრიელი. რომელი იმარჯვებს ხოლმე?
- ბავშვობაში მეც გაბრიელისნაირი თმა მქონია, მერე შემეცვალა თმის ფერი.
მაია:
- ხასიათით კი, როგორც ამბობენ, მე მგავს. ჯიუტია...

- კიდევ რამდენი ბავშვის ყოლას აპირებთ?
გოგა:
- მეორე შვილი ძალიან მინდა. არ მინდა, გაბრიელი დედისერთა იყოს.
მაია:
- მეორე ბავშვი მეც ძალიან მინდა, მსურს, რომ გოგო გვეყოლოს,
- გოგა, ცოტა ხნის წინ ინდოეთიდან დაბრუნდი, სადაც ფილმ "იდიოტოკრატიის" გადაღებები მიმდინარეობდა. გვიამბე ინდური თავგადასავლები...
- მე სომეხს ვთამაშობ. როგორც ჩანს, ჩემში სომეხი დაინახეს. ფილმზე მუშაობა ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ძალიან სახალისო გამოვა. ინდოეთში ბევრი სპილო ვნახე, რომელთა წინ პატარა კაცუნები იდგნენ ჯოხებით ხელში, რაღაცებს ავალებდნენ და უზარმაზარი სპილოებიც უჯერებდნენ.
- სპილოების არ შეგეშინდა?
- პატარა კაცუნებს არ ეშინოდათ და მე რატომ უნდა შემშინებოდა? ერთმა სპილომ დამლოცა კიდეც, ხორთუმი დამადო თავზე. სპილო ინდოელებისთვის წმინდა ცხოველია, ხორთუმის თავზე დადება ნიშნავს, რომ დამლოცა. იმედი მქონდა, ინდოეთში ბევრ მაიმუნს ვნახავდი, მაგრამ ასე არ მოხდა. ერთი ძლივს ვნახე.
მაია:
- ახლა ვაპირებთ, პატარა, ჯიბის მაიმუნი შევიძინოთ. ძალიან მაგარი იქნება.
გოგა:
- არ დაუჯეროთ. მაიმუნი გვინდა ახლა ჩვენ? დღეს მაია ხუმრობის ხასიათზეა. კიდევ ინდოეთში ბევრი ხვლიკი ვნახე. ამ ცხოველებს ვერ ვიტან, მაგრამ იქ ყველგან იყვნენ და მგონი, მივეჩვიე. ვერ ვიტანდი იქაურ ჰაერს. საშინელი დახუთულობა იყო. არადა, დილიდან საღამომდე გადაღებები გვქონდა. კინაღამ გავიგუდე. ასეთ სიტუაციაში თავს ყველაზე კარგად ავთო ვარსიმაშვილი გრძნობდა. სიცხე უყვარს.

- მაიას ინდოეთიდან ალბათ ბევრი სუვენირი ჩამოუტანე...
- სარი ჩამოვუტანე. ჩემთვის კი ინდოელი მამაკაცების ეროვნული შარვალი ალიბაბა ვიყიდე. ყველაზე მეტად გაბრიელი დავასაჩუქრე. პატარა ბავშვის ტანსაცმელს გულგრილად ვერ ვუვლიდი გვერდს.

- ინდური სამოსის ჩაცმას სად გეგმავთ?
მაია:
- ინდურ ფართს მოვაწყობთ თავისუფალ თეატრში და იქ მივალთ ინდურ სამოსში გამოწყობილები. ამ ყველაფრის ორგანიზებას ბევრი არაფერი სჭირდება. მთავარია, ვინმემ თქვას დღე და საათი და ყველა თანახმა იქნება ფართიზე მისასვლელად. გოგა "შუა ქალაქიდანაც" ხომ ინდოეთში იყო წასული, რომ ჩამოვიდა, სერიალშიც ალიბაბას შარვალი ეცვა!

- თბილისში შექმნილი სიტუაცია თქვენს საქმიანობაზე როგორ მოქმედებს? რამდენიმე მსახიობი პროტესტის ნიშნად საკანში დაჯდა და იქიდან მიმართეს საზოგადოებას. თქვენც ხომ არ გაგჩენიათ სურვილი, მათ შეერთებოდით?
გოგა:
- არ მომწონს ის, რაც რუსთაველზე ხდება. თეატრში, ფაქტობრივად, ცხოვრება ჩაკვდა. სპექტაკლები აღარ იმართება... კიდევ ეს გვინდოდა მსახიობებს?!
მაია:
- თავისუფალ თეატრში მუშაობა არ შეგვიწყვეტია. გულდასაწყვეტია, როცა 150 კაცის ნაცვლად 20 კაცი მოდის სპექტაკლზე, მაგრამ რა ვქნათ? თუმცა შექმნილი სიტუაციით ყველაზე მეტად უბრალო ადამიანები ზარალდებიან და არ მგონია, რომ მიტინგებით საქმე გაკეთდეს, მიტინგზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვალ, რომ ვთქვა, მეგობრებო, მოდით მეგობრულად ვიცხოვროთ-მეთქი.
გოგა:
- ალბათ ყველაზე კარგი ის იქნება, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ.

ნანახია: 629 | დაამატა: vaso97 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
მთვლელები
Check PageRank
Top music
emilie simon
rammstein
ramstein engel
CHiddy bang
Free advertisement
Image and video hosting by TinyPic
კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031