5:38 PM მარიამ ჯოლოგუა | |
მარიამ ჯოლოგუა ნებისმიერი წარმატების მისაღწევად, როგორც ყველა, ასევე ჩემს სფეროშიც აუცილებელია შრომისმოყვარეობა. როდესაც საქმე მსახიობს ეხება, ყველას ჰგონია, რომ საჭიროა მხოლოდ ნიჭი და გარეგნობა, მაგრამ ეს ასე არ არის უნდა იყო პროფესიონალი შენს სფეროში და უნდა იცოდე შენი საქმე, ეს ყველაფერი კი შრომისმოყვარეობის გარეშე შეუძლებელია. მიუხედავად ბევრი შრომისა, არის წარუმატებელი პერიოდებიც, ჩემთვის ამას აქვს დარტყმის ეფექტი, ვარ მიდრეკილი დეპრესიისაკენ, მაგრამ უნდა გაიაზრო, რომ ყველაფერი - კარგიც და ცუდიც იმიტომ ხდება, რომ საჭიროა. ცუდი საჭიროა იმიტომ, რომ გამოიტანო სწორი დასკვნა შექმნილი სიტუაციიდან, რომ ეს მერედ აღარ მოხდეს. ყოველთვის შეიძლება იპოვო რაღაც, რაც დაგეხმარება და გამოგიყვანს რთული მდგომარეობიდან. ჩემი აზრით, რაიმეს მისაღწევად - ეს იქნება პროფესიული თვალსაზრისით თუ პირად ცხოვრებაში, მოგონილ, ნასწავლ ხერხებს, მე პირადად არ ვცნობ. უნდა იყო ის, რაც ხარ, უნდა გესმოდეს საკუთარი თავის, უნდა იცოდე საკუთარი შესაძლებლობების ფასი. არა მარტო მე, არამედ ყველა ადამიანი უნიკალურია, ის კარგად უნდა იცნობდეს თავის თვისებებს და სწორედ ამითი დაიმკვიდროს თავი. არ მინდა გამომივიდეს ამბიციური და თვითკმაყოფილი ნათქვამი მაგრამ ადამიანმა მიუხედავად თავისი ნაკლისა, უნდა მოახერხოს სწორად წარმოაჩინოს საკუთარი თავი. მთავარია, ისეთად დარჩე, როგორიც სინამდვილეში ხარ, საერთოდ მიმაჩნია, რომ ცნებები ლიდერი, ძლიერი, ქალთან მიმართებაში არ არის აუცილებელი. ჩემი აზრით, არ შედის ქალის ფუნქციებში და პრიორიტეტებში იყოს ძლიერი და ჰქონდეს ლიდერის უნარი, ჯობია ეს უნარები მამაკაცს ჰქონდეს და ქალი უბრალოდ მიენდოს და დაეყრდნოს მას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ძნელია მარიამ ჯოლოგუა ასეთი მამაკაცის პოვნა, ქალს უხდება იყოს ძლიერი და ლიდერი. უმეტეს შემთხვევაში ლიდერი ქალბატონების პირადი ცხოვრება მოუწესრიგებელია იმიტომ, რომ ჩვენი მამაკაცები ვერ იტანენ, როცა ქალი მასზე ძლიერია. თავად ვერ სთავაზობენ იმ რეალურ ძალას, რომელსაც ქალი დაეყრდნობა. ჩემი აზრით, ქალში ქალს ისე არაფერი კლავს, როგორც მამაკაცზე უპირატესობა და ლიდერობა. არ მქონია შემთხვევა მიზანმიმართულად, რომ ვიღაცისთვის როდესმე თავი მომეწონებინოს რაიმეს მიღწევის მიზნით, ასეთი პრეცენდენტი ცხოვრებაში არასდროს მქონია და არც მექნება. დარწმუნებული ვარ, რომ შარმი და მომხიბვლელობა ისეთი რამაა, რომ ამას გამოყენება არ უნდა. მე მაგალითად, შემიძლია დავთმო საკუთარი წარმატება და კარიერა საყვარელი მამაკაცისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მამაკაცისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თუ ეს მოთხოვნის ხასიათს ატარებს, მას შეუძლია სხვა ქალი ეძებოს. თუმცა ვთვლი, რომ კარიერაზე მნიშვნელოვანი მაინც ოჯახია, არ მყავს მეუღლე, მყავს შვილი. სამი დღე ვმუშაობ და ყოველთვის ვცდილობ, რომ დანარჩენი ოთხი დღე, როდესაც თავისუფალი ვარ, მაქსიმალურად შვილთან ვიყო. მეგობრებმა იციან, რომ მე მცალია ათის მერე, როცა ბავშვი იძინებს. ყოველთვის ვცდილობ დროის სწორად განაწილებას, ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა წარმატებისთვის. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |