5:35 PM ნანკა | |
"ნანკა კალატოზიშვილი" ნანკა კალატოზიშვილი ინტერვიუზე ერთი ჯანმრთელი და ერთიც დაბუშტული თვალით გამოგვეცხადა, რაც მთავარია, მისდა და ამ ინტერვიუს ავტორის სასიხარულოდ, ორივე თვალი, ასე თუ ისე, ადგილზე ჰქონდა, რაც საკმაოდ გასაკვირია მისნაირი ხიფათიანი ადამიანისთვის. ერთადერთი ადგილი, სადაც მეტ-ნაკლებად მშვიდად გრძნობს თავს, სცენაა რეალურ ცხოვრებაში კი ხშირად ეცემა, ცხვირს რკინის კარზე ურტყამს და გამუდმებით გადატყავებული ფეხებით დადის, დღეს მსახიობს აზარტულობის შესახებ ვესაუბრეთ. - ნანკა, სულ პრობლემებში რატომ ხარ? - აზარტული ხარ? თუ არ ვჭორაობ, მით უმეტეს. მუღამი უფრო მეტად ფეხბურთს დავუჭირე, ერთხელ რომ ჩავუჯექი, მივხვდი, რომ მომეწონა. განას ნაკრების თამაშსაც კი ვუყურებდი, მაგრამ ეს რა არის, ამას წინათ მეგობართან ერთად სუმოს ვუყურე და საკმაოდ აზარტული ყოფილა თან დავნაძლევდით, რომელი მოთამაშე მოიგებდა. ვინც წააგებდა, რაღაც სისულელე უნდა გაკეთებინა. მე არც ერთხელ არ წამიგია. სუმოზე ბევრი ვიხალისე, რაც მთავარია, წესების აზრზე არ ვარ. ერთადერთი, როცა სერიოზულ აზარტში ჩავვარდი, "ვა-ბანკის" თამაშისას იყო. ძალიან უსაქციელოდ მოვიქეცი, გოგონების სახელებს ვმღეროდი, კადრებს რომ ვუყურე, მაშინ გავაცნობიერე, იქ კი მაგრად ვერთობოდი. სხვათა შორის თვალი მაშინაც გაბერილი მქონდა და იმიტომ მეკეთა მეკობრის ატრიბუტი. "ვა-ბანკში" რომ ვითამაშე, ფულს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი იყო ადრენალინის შეგრძნება. ისე, ფულის მოგებაც არ არის ურიგო, ალბათ აქედან იწყება ადამიანების აზარტი. მე უფრო იმისთვის ვაკეთებ რაღაცებს, რომ გავერთო. სულაც არ მინდა, მოწყენილი ვიყო. ყველანაირი სისულელით ვერთობი. მაგალითად, ბანქოს თამაშის მერე, მე და ჩემი ორი მეგობარი ბიჭი ვწერთ აუტანელ სიმღერებს და მერე მობილურით ვიღებთ მათზე კლიპებს. - რამე ტექსტი არ გახსოვს? - ნანკა, საინტერესოა, რამდენად აზარტული ხარ საკუთარ პროფესიაში? ამას წინათ ლიფტიდან გამოვედი, დამავიწყდა, რომ გვერდით კედელი იყო და შევასკდი. ცხვირი მაქვს განგრეული, იმიტომ, რომ კარს ორჯერ შევასკდი. დათო ციციშვილი გავაწამე, ძგიდე ორჯერ გამისწორა, მეორედ საერთოდ ხრტილი მქონდა გვერდზე გასული (იცინის). პირველად რომ გავისწორე ძგიდე, მესამე დღეს რკინის კარს შევეჯახე. მერე დიდხანს, ვერ მივდიოდი დათოსთან, ბოლოს, როგორც იქნა, მივედი და მკითხა, რას ერჩი თავსო. როგორც ჩანს, ყველაზე მეტი გართულება რაზეც მაქვს, იმას ვიზიანებ - ჯერ ცხვირს გადავეკიდე ახლა თვალს. რეპეტიციაზე ჭუჭყიან ხელს ამოვისვამ ხოლმე და მერე მისივდება. ჩალურჯებულიც მქონდა ამას წინათ. - ისე მიეჩვეოდი ამ ამბებს, რომ ალბათ ტკივილს ვეღარ გრძნობ... - უცნაური აზარტი თუ გქონია? ასეთ რამეებს უფრო სცენაზე ვიგონებ, რეალურ ცხოვრებაში კი ყველანაირ სასიყვარულო ურთიერთობას მეგობრობით ვიწყებ, ბიჭთან გაპრანჭვით ურთიერთობა არასდროს დამიწყია და ეს შეიძლება, მინუსიც იყოს. მე შემდეგი პერიოდი უფრო მაინტერესებს და მაგდებს აზარტში. ჩემს შეყვარებულს ისეთ რაღაცებს ვუკეთებდი და ისეთ რაღაცებს მიკეთებდა, რომ ეს უფრო მეტად საინტერესო იყო. მოსაყოლად უაზრობა იქნება, რადგან ძალიან მაზალო სიტუაციებია. კიდევ იმის აზარტი მაქვს, როცა ვიღაც ჭკუას მარიგებს, ის სიტყვები დავიმახსოვრო და სხვა სიტუაციაში გავუმეორო. იმედი მაქვს რომ მიხვდება და გაიცინებს. ურთიერთობაში არ მაქვს ეჭვიანობის აზარტი და ნერვებს მიშლის. ჩემი აზრით, ეს უფრო ავადმყოფობაა. - ადვილად გბეზრდება ყველაფერი? - ადამიანები გბეზრდება? - სიყვარული აზარტია? როცა ასეთ მაგალითს ვხედავ, იმედი მაინც მაქვს. მინდა ადამიანი, რომელიც სულიერ სიმშვიდეს მომიტანს, იქნება იუმორით სავსე და ცოცხალი. მომწონს ხალხი, რომელთაც შეუძლიათ, საკუთარ თავზე იცინონ. გვერდიდან რომ წარმოვიდგენ ჩემს თავს, ძალიან სასაცილო პერსონაჟი ვარ. კაცსაც თუ შეუძლია ეს, მაგარია, რადგან დღევანდელ რეალობაში ასეთი მამაკაცი ცოტაა. - ზოგს რთული პერიოდი სასმლით გადააქვს. სასმლის მიმართ აზარტი თუ გქონია? კიდევ ერთი რამის "წიკი" მაქვს - ყვავილებით ვერ დავდივარ. ჩემი ახლობლები ყვავილებს სპექტაკლზე არასდროს მჩუქნიან. სულ მახსენდება გოგი ქავთარაძე ცნობილი ფილმიდან (იცინის). არასდროს ვიცი, სად წავიღო, ისეთ გამომეტყველებას ვიღებ, პასპორტის ფოტოზე რომ აქვთ ადამიანებს. ერთხელ ბიჭმა მომართვა ყვავილები, ვსეირნობდით და ვთხოვე, დაგვეშალა თაიგული და ქალბატონებისთვის თითო-თითოდ დაგვერიგებინა. ასეთი ორიგინალური ხერხით გავთავისუფლდი ყვავილებისგან (იცინის). - ნანკა, როგორ ფიქრობ, რეალურად აღიქვამ საკუთარ თავს? | |
|
სულ კომენტარები: 0 | |